დღეს წარმოგიდგენთ Boeing 787 Dreamliner-ს, შორსმაგისტრალურ, ფართო კორპუსის მქონე თვითმფრინავს, რომელმაც ნამდვილი რევოლუცია მოახდინა საავიაციო ინდუსტრიაში.

ეს გახლავთ ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომლის კომპოზიტური დეტალების შექმნაშიც ATC-ის(აეროსტრუქტურების ტექნოლოგიების ციკლონი) გუნდი მონაწილეობს, რაც ქართული საინჟინრო პოტენციალის საერთაშორისო აღიარებაზე მიუთითებს.

ინოვაცია კომპოზიტებში

Boeing 787 Dreamliner-ის მთავარი სიახლე მისი კონსტრუქციაა. თვითმფრინავის ფიუზელაჟისა და ფრთების უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 50%, ნახშირბადის ბოჭკოვანი კომპოზიტური მასალებისგან მზადდება. ეს ინოვაციური მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს თვითმფრინავის წონას, რაც თავის მხრივ იწვევს საწვავის ხარჯის დაახლოებით 20%-ით შემცირებას და შესაბამისად, მავნე გამონაბოლქვის შემცირებასაც.

მგზავრზე ორიენტირებული კომფორტი

Dreamliner-ი მხოლოდ ტექნოლოგიური მიღწევა არ არის, ის მგზავრების კომფორტზეც განსაკუთრებულად ზრუნავს. კომპოზიტური კორპუსი სალონში უფრო მაღალი ტენიანობისა და წნევის შენარჩუნების საშუალებას იძლევა, რაც ამცირებს მგზავრობისას გამოწვეულ დაღლილობას და დისკომფორტს. გარდა ამისა, Dreamliner-ს გააჩნია უფრო დიდი ზომის ფანჯრები, დინამიური განათების სისტემა და გაუმჯობესებული ჰაერის ფილტრაციის სისტემა.

ძირითადი მახასიათებლები:

• პირველი ფრენა: 2009 წლის 15 დეკემბერი

• მგზავრთა ტევადობა: 242-დან 330-მდე (დამოკიდებულია მოდიფიკაციასა და კონფიგურაციაზე)

• ფრენის სიშორე: 11,910-დან 13,950 კმ-მდე

Boeing 787 Dreamliner-ი თანამედროვე ავიაციის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და წარმატებული მოდელია, რომელიც აერთიანებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს, ეკონომიურობასა და მგზავრთა განსაკუთრებულ კომფორტს. სასიხარულოა, რომ ამ გლობალური პროექტის ნაწილია ქართული კომპანია ATC, რომელიც გვჯერა, რომ თავის წვლილს შეიტანს მსოფლიო ავიაციის განვითარებაში.