ბოდრუმის საერთაშორისო აეროპორტში 2 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა.
რუსეთში მცხოვრები მიშენკოების ოჯახი აეროპორტში მივიდა და მოსკოვის რეისს ელოდებოდა. ამ დროს კი მათი შვილი 9 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და ბეტონის იატაკზე დაეცა. ბავშვი ამ დროისათვის იზმირის კლინიკაშია გადაყვანილი ად ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ.