ავიაკოსმოსური კომპანია Blue Origin-ი 2019 წლიდან კოსმოსში წამსვლელი ტურისტებისათვის ბილეთების რეალიზებას იწყებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება ვაშინგტონში მიმდინარე სამიტზე კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა რობ მაიერსონმა გააკეთა.

ავიაკოსმოსური კომპანია Blue Origin ძირითადად სუბორბიტულ კოსმოსური ტურიზმის განვითარებაზეა ორიენტირებული.

კომპანია უკვე რამდენიმე წელია New Shepard-ის ცდებს ახორციელებს, რათა კაფსულამ მგზავრების ტრანსპორტირება უპრობლემოდ განახორციელოს.

კომპანის ფრენები ჯერ კიდევ 2018 წელს უნდა დაეწყო, თუმცა რიგის მიზეზების გამო პროცესის დაწყებამ დროში გადაიწია. თუმცა კონკრეტულად როდის დაიწყება ფრენები ამ დროისათვის კიდევ არ კონკრეტდება.

ამ ეტაპზე უცნობია ისიც, თუ რა ეღირება ბილეთი.

სამაგიეროდ Blue Origin-ის კონკურენტი Virgin Galactic ბილეთებს უკვე რამდენიმე წელია ყიდის.