Bloomberg-მა მსოფლიოს აეროპორტებში რვა საუკეთესო რესტორნის სია გამოაქვეყნა. რეიტინგი შედგენილია გამოცემის რედაქტორების გამოცდილების მიხედვით, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ. საუკეთესო დაწესებულებები მოიცავს რესტორნებს ჰონგ კონგის, ტოკიოს, მადრიდის, ლონდონის, ატლანტას, ოსტინის, სან-ფრანცისკოსა და მეხიკოს აეროპორტებში.
- Duddell’s – ჰონგ კონგის საერთაშორისო აეროპორტი
- Yakiniku Champion – ჰანედას საერთაშორისო აეროპორტი, ტოკიო
- Hungry Club – მადრიდი-ბარახასის აეროპორტი, ესპანეთი
- Le Cafe Cyril Lignac – ჰითროუს აეროპორტი, ლონდონი
- One Flew South – ჰარტსფილდ-ჯექსონის ატლანტას საერთაშორისო აეროპორტი, აშშ
- The Salt Lick BBQ – ოსტინ-ბერგსტრომის საერთაშორისო აეროპორტი, აშშ
- Bun Mee – სან-ფრანცისკოს აეროპორტი, აშშ
- Iwashi Sushi – ბენიტო ხუარესის საერთაშორისო აეროპორტი, მექსიკა.