Black Friday-ს აქცია ​ავიაკომპანია Georgian Airways-ისგან. Georgian Airways-ის ინფორმაციით, ავიაკომპანია 29 ნოემბერს, თბილისიდან ევროპის მიმართულებით ორმხრივ ავიაბილეთებს 600 ლარად გაყიდის, ხოლო თბილისი-თელ-ავივი და თბილისი-კიევის მიმართულებაზე კი 450 ლარად. აღნიშნული ტარფით ბილეთები გაიყიდება, როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონებისთვის!

ფასდაკლებული ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ Georgian Airways-ის ცენტრალურ სალაროში (მის: თბილისი, შოთა რუსთაველის 12) და ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სალაროში.