ბრიტანული კომპანია ECA International-ი ყველაზე ძვირიანი ქალაქების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. რეიტინგის შესადგენად კი კომპანიის ექსპერტები მრავალ მიმართულებას აანალიზებენ, მათ შორის 4 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასს, ტაქსის მომსახურეობის ღირებულებას, კვებას და ასე შემდეგ.
რეიტინგში მოწინავე პოზიციებზე შვეიცარიის ქალაქები ლიდერობენ, თუმცა პირველ ადგილზე ნიუ-იორკი იკავებს.
მაშ ასე, ECA International-ის ვერსიით, ბიზნეს მოგზაურებისათვის ყველაზე ძვირიანი ქალაქების TOP-10 ასეთია:
1. ნიუ-იორკი, აშშ;
2. ჟენევა, შვეიცარია;
3. ციურიხი, შვეიცარია;
4. ვაშინგტონი, აშშ;
5. პარიზი, საფრანგეთი;
6. რეიკიავიკი, ისლანდია;
7. სან-ფრანცისკო, აშშ;
8. ბაზელი, შვეიცარია;
9. ლოს-ანჟელესი, აშშ;
10. ბერნი, შვეიცარია და ლონდონი, დიდი ბრიტანეთი;