ბიზნესჯეტმა შორმაგისტრალურ ფრენებში ახალი რეკორდი დაამყარა. Bombardier Global 7500-მა ჩანგის აეროპორტიდან (სინგაპური) ტუსონის (აშშ, არიზონა) მიმართულებით შეასრულა ავიარეისი, რაც ბიზნეს-ავიაციის ისტორიაში ყველაზე გრძელი ფრენა იყო.

ლაინერმა ფრენა სინგაპურის აეროპორტიდან 3 მარტს 7:12 საათზე განახორციელა, ხოლო დანიშნულების ადგილზე, ადგილობრივი დროით 8:19 საათზე დაეშვა. ამ ორ წერტილს შორის დროის სხვაობა 15 საათს, ხოლო ფრენის ხანგრძლივობა 16 საათს შეადგენს. იხილეთ ვიდეო.

აღსანიშნავია, რომ რეისის განხორციელების შემდეგ, ბიზნეს-ჯეტს 1 საათიანი ფრენისათვის საჭირო საწვავის რეზერვიც დარჩა.

კომპანია Bombardier-მა Bombardier Global 7500 ექსპლუატაციაში ცოტა ხნის წინ, 2018 წლის დეკემბერში ჩაუშვა. პირველადი გრაფიკის მიხედვით კი მისი ექსპლუატირება ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა დაწყებულიყო.

Bombardier Global 7500-ი 19 მგზავრზეა გათვლილი.