საქმიანი მოგზაურების უდიდესი ნაწილი (81%) იძულებულია მივლინების გამო საოჯახო დღესასწაულები გამოტოვოს. აღნიშნული შესახებ Wakefield Research-ის სოციალურ კვლევაშია აღნიშნული.
თავს მხრივ Wakefield Research-მა ის საქმიანი ტურისტები გამოკითხა, რომლებიც მივლინებაში წლის განმავლობაში მინიმუმ 10-ჯერ მიდიან.
ექსპერტებმა გამოავლინეს, რომ საქმიანი ადამიანების 30%-ი სამოგზაუროდ წასვლამდე საკუთარი შინაური ცხოველების ბედზე ნერვიულობს, თუ რა მოუვათ ცხოველებს მათი არ ყოფნის პერიოდში და ვინ იზრუნებს მათზე. 23%-ი კი ეძებს ადამიანებს, ვისთანაც შვილებს დატოვებს.
ბიზნეს ტურისტების 59%-ი მივლინებებისას დიდ ყურადღებას აქცევს სასტუმროს კლასს, სადაც მათ ბევრი მუშაობა მოუწევთ.
გამოკითხულთა 64%-ი სასტუმროს სწრაფ Wi-Fi-ს ანიჭებს უპირატესობას, რადგანაც ინტერნეტის გარეშე ისინი ვერანაირ საქმეს ვერ მოაგვარებენ.
ხოლო ასეთი ტურისტების 43%-ი ქორწინებაში იმყოფება და სასტუმროში კარგად გამოძინებას და მარტო დასვენებას ელოდება.