ბიზნეს-მოგზაურები მიიჩნევენ, რომ ხელოვნური ინტელექტი მათ მოგზაურობას უფრო ეფექტურს გახდის, მაგრამ სკეპტიკურად უყურებენ ტექნოლოგიას, როდესაც საქმე ეხება მათი მოგზაურობის ზოგიერთ პირად ასპექტს, – ნათქვამია კვლევაში American Express Global Business Travel. გამოკითხვაში სულ 2260 მივლინებული თანამშრომელი მონაწილეობდა.

ამრიგად, გამოკითხულთა 95%-მა თქვა, რომ AI-ს შეუძლია გააუმჯობესოს მათი მოგზაურობის გამოცდილება. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება მოხერხებულობას, როგორც აღნიშნა რესპონდენტთა 44%-მა, ეკონომიკურ ეფექტურობაზე, როგორც აღნიშნა 43%-მა, და ხარჯების მართვას, რაზეც მიუთითებს გამოკითხულთა დაახლოებით 41%-ი.

AI-ს აქვს „დიდი პოტენციალი“ საკვანძო ამოცანებისთვის, მათ შორის ფრენების (37%) და სასტუმროების (35%) არჩევანის გაკეთების საკითხში.

თუმცა, რიცხვები გაცილებით დაბალი აღმოჩნდა თვითმფრინავში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შემთხვევაში, მაგალითად, ადგილებისა და კვების, ასევე სასტუმროს ოთახების არჩევისას – აქ ტექნოლოგიების გამოყენების მომხრე იყო გამოკითხულთა მხოლოდ 29%.

ხელოვნური ინტელექტის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემისას, ბიზნეს ტურისტებმა გამოთქვეს ყველაზე დიდი შეშფოთება მონაცემთა უსაფრთხოებასთან (46%) და სიზუსტესთან (44%) დაკავშირებით.

რესპონდენტები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ კვლევაში, საქმიანობით მოგზაურობდნენ წელიწადში მინიმუმ სამჯერ და იყვნენ ამერიკიდან და დიდი ბრიტანეთიდან.