კომპანია Counter Intelligence Retail-მა (CiR) Duty Free & Travel Retail-ში მოგზაურების ქცევა შეისწავლა და შესაბამისი დასკვნაც დადო. კვლევა 2000 რესპოდენტის ნაამბობის ანალიზის შედეგად მომზადდა.
კვლევებმა აჩვენა, რომ ბიზნეს მოგზაურების აეროპორტებში შედარებით ძვირადღირებულ და ხარისხიან ნივთებს იძენენ, ვიდრე სხვები. ასევე ისინი აეროპორტში უპირატესობას ანიჭებენ შოპინგს და არა გართობას.
ირკვევა, რომ ბიზნეს მოგზაურების 21%-ი უპირატესობას ჩვეულებრივ ბრენდებს ანიჭებენ. ეს იმ ფონზე, როდესაც ჩვეულებრივი მგზავრების მხოლოდ 8%-ი ანიჭებს უპირატესობას მსგავს ბრენდებს.