დუბაის საერთაშორისო აეროპორტი, ტოკიოს ჰანედა და ფრანკფურტის ავიაჰაბი ლიდერობენ ბიზნეს-მგზავრებისთვის საუკეთესო აეროპორტების შორის — Booking.com for Business-ის ვერსიით.
აეროპორტები შეფასდნენ შემდეგი კრიტერიუმებით: სატრანსპორტო ხელმისაწვდომობა, ლაუნჯების კომფორტი, სასტუმროების სიახლოვე და ხელმისაწვდომობა, ასევე მდებარეობა ბიზნეს-რაიონებთან და ბიზნეს-დარბაზების არსებობა. თითოეულ მონაწილეს მიენიჭა შეფასება 10-ბალიანი შკალით.
პირველ ადგილს იკავებს დუბაის საერთაშორისო აეროპორტი (DXB) — მან მოიპოვა 9.73 ქულა 10-დან. ჰაბი სთავაზობს 264 პირდაპირ ფრენას, საიდანაც 94.7% ითვალისწინებს ბიზნეს-კლასის არჩევანს. აეროპორტიდან 3 კმ რადიუსში მდებარეობს 48 სასტუმრო, ხოლო ბიზნეს-რაიონი Business Bay მხოლოდ 18 წუთის სავალზეა.
მეორე ადგილზეა ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტი ჰანედა (HND) — 8.71 ქულით. ის მდებარეობს 30 წუთის სავალზე მარუნოუჩის ბიზნეს-რაიონისგან. აეროპორტს აქვს 28 ლაუნჯი, ხოლო მისი 95.1% რეისი მოიცავს ბიზნეს-კლასის ვარიანტს. მგზავრებს სთავაზობენ ტრადიციული იაპონური სამზარეულოს დაგემოვნებას და 24-საათიან სპა-ცენტრს ცხელი წყაროებით, რომელთაგან იშლება ხედი ტოკიოსა და ფუჯის მთაზე.
მესამე ადგილზეა ფრანკფურტის აეროპორტი (FRA) — 8.34 ქულით. აქ მოქმედებს 293 პირდაპირი რეისი, თუმცა მხოლოდ 44.37% ითვალისწინებს ბიზნეს-კლასს. აეროპორტი განთავსებულია 16 წუთის სავალზე ფრანკფურტის ფინანსური რაიონიდან (Bankenviertel) და გარშემო განლაგებულია 19 სასტუმრო. აქ აქცენტი კეთდება მგზავრთა კეთილდღეობაზე — წარმოდგენილია “მშვიდი ოთახი” და სპეციალური “Silent Chairs” სკამები ხმის იზოლაციით და ჩაშენებული დინამიკებით.
ბიზნეს-მოგზაურებისთვის საუკეთესო აეროპორტების TOP-10 Booking.com for Business-ის მიხედვით:
-
დუბაის საერთაშორისო აეროპორტი (არაბეთის გაერთიანებული საამიროები) — 9.73 ქულა
-
ტოკიო ჰანედას აეროპორტი (იაპონია) — 8.71 ქულა
-
ფრანკფურტის აეროპორტი (გერმანია) — 8.34 ქულა
-
სეულის ინჩონის აეროპორტი (სამხრეთ კორეა) — 8.10 ქულა
-
დოჰას ჰამადის აეროპორტი (კატარი) — 7.94 ქულა
-
ლეონარდო და ვინჩის აეროპორტი — ფიუმიჩინო (იტალია) — 7.78 ქულა
-
ჩანგის აეროპორტი (სინგაპური) — 7.78 ქულა
-
სიდნეის საერთაშორისო აეროპორტი (ავსტრალია) — 7.74 ქულა
-
ტორონტო პირსონის აეროპორტი (კანადა) — 7.36 ქულა
-
მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტი (გერმანია) — 7.18 ქულა.