იმ ეპოქაში, სადაც მოგზაურობას საზღვრები არ აქვს, მაგრამ ხშირად, ჩვენი ფინანსური შესაძლებლობები შეზღუდულია, ბიუჯეტური მოგზაურობის უნარი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სხვა ხელმისაწვდომ ვარიანტებს შორის, Wizz Air უბრალოდ გამორჩეულია – ავიაკომპანია გვთავაზობს ბიუჯეტურ ბილეთებს ევროპისა თუ მის ფარგლებს გარეთ მიმართულებებით, თანაც, ქუთაისიდან პირდაპირი რეისით. Wizz Air-ით მაქსიმალურად ბიუჯეტური მოგზაურობისთვის კი, არსებობს რამდენიმე ოქროს წესი, რომელიც თქვენს ოცნებებს კიდევ უფრო სწრაფად აქცევს რეალობად.
- დაგეგმეთ წინასწარ და თვალი მიადევნეთ ფასდაკლებებს
პირველი ნაბიჯი ბიუჯეტური მოგზაურობისკენ, ეს არის წინასწარი დაგეგმვა. თვალი ადევნეთ აქციებსა და შეთავაზებებს www.wizzair.com-ზე, სადაც ძალიან ხშირად შეხვდებით ფასდაკლებულ ბილეთებს სხვადასხვა მიმართულებით. წინასწარ დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა და დაჯავშნით ბილეთები სააქციო პერიოდებში, ასე მაქსიმალურად დაზოგავთ თქვენს ფინანსებს და ავიაბილეთებს წარმოუდგენლად დაბალ ფასად შეიძენთ.
- იყავით მოქნილი თქვენი მოგზაურობის თარიღთან დაკავშირებით
მოქნილობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება ყველაზე ბიუჯეტურ მოგზაურობას Wizz Air-თან ერთად. იფიქრეთ თქვენი მოგზაურობის თარიღების ცვლილებაზე, რათა დაჯავშნოთ ნაკლებად მოთხოვნადი დროები, როდესაც ბილეთების ფასები კიდევ უფრო დაბალია. გარდა ამისა, იყავით მზად, რომ თქვენი ფრენა სამუშაო დღეს დაემთხვეს, რადგან შუა კვირაში ფრენები ხშირად უფრო ხელმისაწვდომია.
- იმგზავრეთ მსუბუქად, ზედმეტი ნივთების გარეშე
Wizz Air-ის სალონის ბარგის პოლიტიკა მოგზაურებს უამრავ შესაძლებლობას აძლევს დაზოგონ ბარგის საფასური. დარწმუნდით, რომ კარგად იცნობთ Wizz Air-ის სალონის ბარგის ზომებს და წონის შეზღუდვებს, ასე აეროპორტში უსიამოვნო სიურპრიზებს აიცილებთ თავიდან. მსუბუქი მოგზაურობა და ჩასაბარებელ ბარგზე უარის თქმა დაგეხმარებათ თქვენი მოგზაურობის საერთო ხარჯები მინიმუმამდე დაიყვანოთ.
- დაჯავშნეთ პირდაპირ Wizz Air-ზე
Wizz Air-ის ბილეთების ყიდვისას აირჩიეთ პირდაპირი დაჯავშნა მათი ოფიციალური ვებსაიტის ან მობილური აპლიკაციის საშუალებით. მესამე მხარის გვერდის ავლით, შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ დამატებითი გადასახადები და ისარგებლოთ ექსკლუზიური აქციებით, რომლებსაც უშუალოდ ავიაკომპანია გთავაზობთ. მაგალითად, აეროპორტში ავტომანქანის დაქირავების შესაძლებლობა, Wizz Air-ის შეთავაზებით ბევრად უფრო ხელმისაწვდომია.
- თუკი ხშირად მგზავრობთ, მაშინ თქვენთვის ფრენა კიდევ უფრო იაფია
ისარგებლეთ ლოიალობის პროგრამით, Wizz Discount Club-ით, რათა ისარგებლოთ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ფასებითა და მოგზაურობასთან დაკავშირებულ სხვა სერვისებით. თუკი კლუბში გაწევრიანდებით, წელიწადში 34.99 ევროდ, მუდმივად ისარგებლებთ ფასდაკლებული ბილეთებით, ბარგის გადასახადით და ბორტის ექსკლუზიური კუპონებით, თანაც 1 თანმხლებ პირს უფასოდ შესთავაზებთ იგივე სერვისებს.
- გამოიყენეთ ციფრული ტექნოლოგია
გადმოწერეთ Wizz Air-ის მობილური აპლიკაცია, რათა ადვილად მართოთ თქვენი ჯავშანი, ისარგებლოთ ონლაინ რეგისტრაციით და მიიღოთ მომენტალური განახლებები თქვენი ფრენის სტატუსის შესახებ. ასე შეგიძლიათ დაზოგოთ დრო და თავიდან აიცილოთ არასაჭირო სირთულეები აეროპორტში, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ უფრო სასიამოვნო ბიუჯეტური მოგზაურობის გამოცდილება.
Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა–ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 185 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 51.1 მილიონი მგზავრისთვის 2023 ფინანსურ წელს (F23), რომელიც მთავრდება 2023 წლის 31 მარტს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. ასევე Wizz Air დასახელდა, „წლის ავიაკომპანიად“ 2019, 2020 და 2023 წლებში ATW-ის მიერ, ეს ყველაზე დიდი პატივია, რაც კი შეიძლება ავიაკომპანიამ ან ავიაციაში მოღვაწე ინდივიდმა მიიღოს. Wizz Air ასევე აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards 2022-ში და მიღებული აქვს ტიტული „გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზები“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2022-ის მიერ.