ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკის საერთაშორისო აეროპორტმა „მანასმა“ IATA კოდი ოფიციალურად შეიცვალა. ძველი კოდი FRU ახალმა, BSZ-მ ჩაანაცვლა.

განახლებული კოდის გამოყენება ცალკეულმა ავიაკომპანიებმა უკვე დაიწყეს ჩასხდომის ბარათებზე, ხოლო სამი დღის განმავლობაში მას სრულად ყველა ავიამზიდი დანერგავს.

კოდის შეცვლის შემდეგ, მომხმარებლებმა შენიშნეს, რომ ზოგიერთ სისტემაში BSZ კვლავ ალასკის შტატში მდებარე აეროპორტზე მიუთითებდა. აეროპორტის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ეს შეცდომა მოძველებული მონაცემებით იყო გამოწვეული, რადგან კოდის ძველი დანიშნულება გაუქმდა და ის ახლა ოფიციალურად მხოლოდ ბიშკეკის აეროპორტს ეკუთვნის. კომპანიაში აღნიშნეს, რომ სწორი ინფორმაცია ყველა სისტემაში უახლოეს მომავალში გამოჩნდება.