პოპულარული გერმანული გამოცემა BILD მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს.

გამოცემა გაზაფხულსა და ზაფხულში საინტერესო სამოგზაურო ტურისტულ მიმართულებებს აქვეყნებს. სტატიის ავტორის მტკიცებით, გერმანელი ტურისტები განსაკუთრებით მიმზიდველია ესპანეთის, კაბო-ვერდეს, ხორვატიის, ალბანეთისა და საქართველოს კურორტები.

„საქართველოს ტერიტორია ბავარიის ხელაა, მოსახლეობა კი ბერლინის. საქართველოს უნდა ეწვიოთ, არა მხოლოდ იმიტომ რომ ის წელს  ITB-ის ტურისტული გამოფენის მასპინძელი იყო. მიუნხენიდან და დიუსელდორფიდან თბილისამდე 4 საათია საფრენი. პირდაპირი ავიარეისები სრულდება ბერლინიდან, მემინგენიდან და დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით“,-წერს BILD საქართველოს შესახებ. სტატიის ავტორი მკითხველს ინფორმაციას აწვდის ქართული სასტუმროების შესახებ.

BILD-ის გვერდებს სოციალურ ქსელებში: Twitter, Facebook, Instagram ჯამში 5.5 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.

https://www.bild.de/bild-plus/ratgeber/2023/ratgeber/urlaub-2023-die-besten-angebote-mit-diesen-geheimtipps-83206098.bild.html