1-ლი ივლისიდან ბერლინში ახალი სამგზავრო ბარათი დაინერგება, რომელიც მფლობელს ქალაქის ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეუზღუდავი მგზავრობის საშუალებას მისცემს. ასეთი ბარათის ღირებულება თვეში 29 ევრო იქნება, რაც ძალიან ხელსაყრელია ერთ ბილეთთან შედარებით, რომლის ფასიც მეტროთი მგზავრობისთვის 2,40 ევროა.

ასეთი სამგზავრო ბარათის შემოღების მთავარი მიზანია გზებზე მანქანების რაოდენობის და ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებაა, რაც ხელს უწყობს გლობალურ დათბობას.

ახალი ბარათის გამოყენება შესაძლებელია ქალაქის ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის მატარებლებზე, მეტროში, ტრამვაისა და ავტობუსების ჩათვლით.

29 ევროს ღირებულების ბარათი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ წლიური გამოწერის სახით, რაც ნიშნავს მინიმალური მოქმედების 12 თვეს.

მსგავსი ტიპის სამგზავრო ბარათი, რომელიც მოქმედებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და მისი ღირებულება თვეში 49 ლარია გერმანიაში უკვე დანერგილია. ასეთი ბარათები ასევე ხელმისაწვდომია ავსტრიაში, უნგრეთსა და სლოვენიაში. ზაფხულში ისინი საფრანგეთშიც გამოჩნდება.