ყველა მიგრანტი, რომელსაც არ მიუღია ლტოლვილის სტატუსი გერმანიაში, ვალდებულია დაბრუნდეს სამშობლოში. ამისთვის გერმანიის მთავრობა ჩარტერული ფრენების ორგანიზებას ახდენს.
2022 წელს გერმანიიდან 12 სადეპორტაციო რეისი შესრულდა. ბერლინში ისინი გადიან სპეციალური №5 ტერმინალიდან, თუმცა აპრილიდან ის დაიხურება, რადგან უძრავი ქონების ფედერალურ სააგენტოსა და დედაქალაქის აეროპორტს შორის ხელშეკრულება იწურება. ეს ნიშნავს, რომ ყველა მიგრანტს, რომელიც ქვეყნიდან უნდა განიდევნოს, ბერლინიდან სხვა ქალაქებში გადაიყვანენ, რაც ხელისუფლებისგან დამატებით ხარჯებს და შრომას მოითხოვს, წერს WELT am SONNTAG.
ამ ფაქტმა კი ზოგიერთი პოლიტიკოსის აღშფოთება გამოიწვია. ამრიგად, CDU/CSU-ს საპარლამენტო ჯგუფის წარმომადგენელი ალექსანდრე ტრომი მიიჩნევს, რომ დედაქალაქის აეროპორტში დეპორტაციის ტერმინალის დახურვა გერმანიის მთავრობის „მიგრაციულ კაპიტულაციაზე“ მიუთითებს.