ბელგიაში, ქალაქ ლიეჟთან ახლოს, ვარემის დასახლებაში, საცხოვრებელ სახლს თვითმფრინავის ძრავის მოცულობითი ნაწილი დაეცა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. საჰაერო ხომალდის ტიპს, რომელმაც ძრავის ნაწილი დაკარგა, გამოძიება დაადგენს.
ლიეჟის აეროპორტის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ ნაწილი Air Atlanta-ს კუთვნილ თვითმფრინავს, ლიეჟის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, მალევე მოსძვრა.
ფრენების რადარის მონაცემებით, საჰაერო ხომალდი დანიშნულების ადგილამდე, მალტაში უსაფრთხოდ ჩავიდა.
მომხდარის ზუსტი გარემოებების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.
მთავარი აეროპორტები ბელგიაში, ლიეჟთან ახლოს, საცხოვრებელ სახლს Air Atlanta-ს თვითმფრინავის ძრავის ნაწილი დაეცა