ბელორუსულ ავიაკომპანია Belavia-ს საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ მოთხოვნილი სიხშირეები არ დაუკმაყოფილა. როგორც საქართველოს ავიაკომპანიის სავაჭრო აგენტი განმარტავს, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მინსკი-ბათუმი-მინსკის მიმართულებაზე კომპანიას კვირაში 14 სიხშირე ჰქონდა მოთხოვნილი, თუმცა საბოლოოდ ნებართვა 4 სიხშირეზე მიიღო.

იმავდროულად ავიაკომპანიის გეგმებშო იყო მინსკი-თბილისი-მინსკის მიმართულებაზე კვირაში 11 სიხშირით ოპერირება, თუმცა კომპანიამ საბოლოოდ 7 სიხშირეზე მიიღო დასტური.

ბელორუსული მედიის ინფორმაციით, ავიაკომპანიამ ბათუმის მიმართულებით ნაწილი რეისების გაუქმების შესახებ უკვე აცნობა მგზავრებს, რომელთაც ბილეთები წინასწარ ჰქონდათ შეძენილი.

“საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ ბათუმის აეროპორტში, 2022 წლის ზაფხულის სეზონზე რეისების წინასწარ შეთანხმებულ რაოდენობებზე ნებართვის გაცემაზე უარის გამო, Belavia იძულებულია აღნიშნული მიმართულებით რეისების რაოდენობა შეამციროს”, – განუცხადეს Onlíner.by-ს ავიაკომპანიაში.

ამ სიტუაციაში ავიაკომპანია ცდილობს, რომ მგზავრებისთვის ნაკლები დისკომფორტის შეუქმნას და მუშაობს შემდეგი მიმართულებით:

მგზავრების გადაყვანა მსგავს რეისზე – ბათუმში, განხორციელებული სხვადასხვა დროს;
მგზავრების გადაყვანა ქუთაისის აეროპორტში ჩამოსულ რეისზე. მანძილი ბათუმსა და ქუთაისს შორის დაახლოებით 150 კმ-ია.
აღსანიშნავია, რომ მინსკი-თბილისი-მინსკში რეისები ყოველდღიურად შესრულდება.

მგზავრებს, რომლებსაც აქვთ გაუქმებული ფრენების ბილეთები, ეცნობებათ ავიაკომპანიის მიერ ბილეთის დაჯავშნისას მოწოდებული კონტაქტების ან აგენტების მეშვეობით. ცვლილებების შესახებ ავიაკომპანია მგზავრებს SMS შეტყობინებების საშუალებით ატყობინებს, თუმცა ასევე მოუწოდებს მგზავრებს შეამოწმონ ფრენის სტატუსი და გამგზავრების დრო ავიაკომპანიის ვებგვერდზე „დაჯავშნის სტატუსის“ განყოფილებაში.