ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია Belavia პირდაპირი ფრენებისთვის ორ ახალ მიმართულებაზე მუშაობს.
ავიაკომპანიის გეგმების მიხედვით, 2026 წლის გაზაფხულზე ახალ მარშრუტებს – იორდანიისა და ტუნისის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული რეისები დაემატება.
შესაბამისად, მომდევნო დასვენების სეზონიდან მგზავრებს საშუალება ექნებათ, ამ ქვეყნებში გადაჯდომის გარეშე, პირდაპირი ფრენებით ჩაფრინდნენ.












