ავიაკომპანია Belavia მინსკი-თბილისი-მინსკის საჰაერო ხაზზე რამდენიმე სპეცრეისს განახორციელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით კომპანია Belavia 3, 10 და 17 მაისს განახორციელებს ეპიზოდურ ჩარტერულ რეისებს მინსკი-თბილისის მიმართულებით.

“აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებიდან მინსკი-ერევნის ტრანზიტულ მიმართულებაზე საქართველოს მოქალაქეების მზარდმა ნაკადმა განაპირობა. როგორც ცნობილია, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სისტემატიურად სარგებლობენ აღნიშნული ტრანზიტული მარშრუტით, რის შემდეგაც სომხურ მხარესთან თანამშრომლობით ხდება მათი გამომგზავრება სომხეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე”, აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

➡️ საწყის ეტაპზე მიღწეულია შეთანხმება მინსკიდან თბილისის მიმართულებით სამი რეისის შესრულების შესახებ.

? ბილეთების შეძენა შესაძლებელია Belavia-ს ვებ-გვერდზე https://belavia.by/

? შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართცველოში რეისებს ახორციელებს კომპანია Georgian Airways-ი.

? 2020 წლის 25 აპრილის მონაცემებით, სახელმწიფოს ხელშეწყობით – საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა 7,786 მოქალაქე.

➡️ საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება:

27 აპრილი – ვარშავა-თბილისი
30 აპრილი – მადრიდი-თბილისი
2 მაისი – პრაღა-თბილისი
5 მაისი – ათენი-თბილისი
7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი
9 მაისი – ბერლინი-თბილისი