ბელარუსის ქალაქ ​მოგილევიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ავიარეისების დანიშვნა განიხილება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას mogilevnews.by ავრცელებს.

როგორც ბელარუსის მოგილევის ოლქის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ბათუმი და მოგილევი პარტნიორი ქალაქები არიან, რომელთა შორისაც თანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წლის 4 სექტემბერს გაფორმდა.

მხარეებს შორის არსებობს დიდი შესაძლებლობა და სურვილიც, რომ მოხდეს ტურიზმის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა და ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში მოგილევიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები დაინიშნოს.