ბელარუსის ქალაქ მოგილევიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ავიარეისების დანიშვნა განიხილება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას mogilevnews.by ავრცელებს.
როგორც ბელარუსის მოგილევის ოლქის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ბათუმი და მოგილევი პარტნიორი ქალაქები არიან, რომელთა შორისაც თანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წლის 4 სექტემბერს გაფორმდა.
მხარეებს შორის არსებობს დიდი შესაძლებლობა და სურვილიც, რომ მოხდეს ტურიზმის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა და ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში მოგილევიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები დაინიშნოს.