აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნებში აგრძელებს. ამჯერად, დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს წამყვანი ტელევიზიების გადამღები ჯგუფები ბელარუსიიდან სტუმრობენ. ისინი აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ გადაცემებს ამზადებენ. მედიატურის მონაწილეებმა უკვე გადაიღეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი. ისინი მთიან აჭარასაც ეწვივნენ, სადაც ღვინის მარნები დათვალიერეს და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. დღეს, კი მონაწილეობა მიიღეს აჭარული ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასში.
წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს 200-მდე ჟურნალისტი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი გაეცნო. შედეგად, აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ სამიზნე ქვეყნების ტელევიზიებსა და ონლაინ მედიაში ათობით სტატია, რეპორტაჟი და გადაცემა მომზადდა. რაც შეეხება, უშუალოდ ბელარუსს, ის აჭარისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, საიდანაც მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, რეგიონში 34%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა.