ავიაკომპანია Wizz Air-მა ბელარუსის ნაციონალურ აეროპორტ “მინსკში” ოპერირების უფლება მოიპოვა და ამჟამად მომსახურების პირობებზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საავიაციო დეპარტამენტის დირექტორმა არტიომ სიკორსკი გააჟღერა. 

საჯარო მოხელის განმარტებით, ავიაკომპანიას ავიაბილეთებზე დაბალი ტარიფის დასაწესებლად სუბსიდიის მიღება სურდა. 

“თუმცა უცხოური ავიაკომპანიების სუბსიდირებისთვის ჩვენ მზად არ ვართ. მზად ვართ ავიაკომპანიას კომფორტული პირობები შევთავაზოთ ფრენების განხორციელებისათვის”, აღნიშნა სამინისტროს საავიაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. 

მანვე განაცხადა, რომ უნგრეთის საავიაციო ხელისუფლებასთან ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით Wizz Air -ს ფრენების განხორციელების უფლება აქვს როგორც აეროპორტ “მინსკში” ასევე საოლქო აეროპორტებში.