უკრაინული “ლოუქოსტერი” Bees Airline წლის ბოლომდე ონლაინ რეგისტრაციის სერვისს დაამატებს.
ამ დროისათვის ავიაკომპანია IT-პროგრამის შეძენაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, რაც შესაძლებელს გახდის ავიაკომპანიამ ახალი ფუნქცია დაამატოს.
საწყის ეტაპზე, რაც ონლაინ რეგისტრაცია გაშვება, აეროპორტში რეგისტრაციის პროცედურა უფასო იქნება. თუმცა საბოლოოდ აეროპორტში რეგისტრაცია ფასიანი გახდება.
ონლაინ რეგისტრაციისას მგზავრს შესაძლებლობა ექნება უფასოდ აირჩიოს ადგილი, პირველი რიგის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ Bees Airline-მ კომერციული ფრენები 2021 წლის მარტიდან დაიწყო. დღეისათვის ავიაკომპანიის პარკი 4 საჰაერო ხომალდს აერთიანებს.