უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის გეგმავს, რომ საკუთარ ავიაფლოტს კიდევ 2 საჰაერო ხომალდი დაამატოს, რითაც ფლოტში მდგარი თვითმფრინავების რაოდენობას 6-მდე გაზრდის.

ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის ევგენი ხაინადსკის განმარტებით, ამჟამად ავიაკომპანია 4 თვითმფრინავით ოპერირებს, ხოლო პლუს 2 თვითმფრინავი ავიაფლოტის 50%-იან ზრდას გულისხმობს. 

„და ეს კი ნიშნავს ფრენების ზრდას 50%-ით. რამ შეიძლება შეაფერხოს ეს? მხოლოდ პანდემიის გამო ფრენების შეზღუდვამ. თუ ეს ყველაფერი ხელს შეგვიშლის მგზავრთნაკადის ზრდაში, შეგვიძლია 6 თვითმფრინავით ფრენების დაწყება მოგვიანებით დავიწყოთ“, განმარტავს Bees Airline-ს ხელმძღვანელი.

ამასთან, მისი თქმით, კომპანია ნებისმიერ შემთხვევაში არ შემოიფარგლება 4 თვითმფრინავით, არამედ მოერგება სიტუაციას.

“არავითარი აზრი არ აქვს თვითმფრინავის ჩამოყვანას და შიდა ფრენებზე ზარალზე ოპერირებას, ან ფრენების გამოცხადებას და შემდეგ მათ გაუქმებას“, -მიიჩნევს ევგენი ხაინადსკი.

ის ხაზს უსვამს, რომ Bees Airline-მ ფრენები 2021 წლის მარტში ორი ერთეული Boeing 737-800-ით დაიწყო. დამატებით ორი საჰაერო ხომალდი ავიაგადამზიდავმა მიიღო 1,5-2 თვის განმავლობაში. ხაინადსკის თქმით, ეს ერთგვარი რეკორდია უკრაინაში, რადგან არცერთ უკრაინულ ავიაკომპანიას არ ჰქონია ასეთი მოკლე დრო სერტიფიცირების მომენტიდან ფლოტის 4 თვითმფრინავამდე შევსებამდე.