უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Bees Airline-მ კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით ოპერირება დაიწყო. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, ზაფხულის სეზონზე Bees Airline რეისებს კვირაში 5 სიხშირით ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს.

დღეიდან კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს კიევის მიმართულებით, Ukraine International Airlines-ი განაახლებს. ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.

ზაფხულის სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან კიევის მიმართულებით სამი უკრაინული ავიაკომპანია (SkyUp, Bees Airline, FlyUIA) ფრენებს კვირაში 14 სიხშირით შეასრულებს.