უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Bees Airline-მ 2022 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კიევიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო.
როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრიტანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ზამთრში გადარჩენა გაგიადვილდებათ, თუ გაზაფხული-ზაფხულის არდადეგების ბილეთი უკვე გაქვთ.
ამაზე კი Bees Airline-მ იზრუნა და 2022 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის დაგეგმილ ფრენებზე ავიაბილეთები რეალიზაციაში ჩაუშვა.
Bees Airline-მ გაყიდვები გახსნა კიევი-თბილისი-კიევის და კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებებზე.
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე Bees Airline-ს ბილეთის ფასი 45 დოლარიდანაა (ერთი გზა, ხოლო ორი გზა კი 92 დოლარიდან.
რაც შეეხება კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებას ცალმხრივი ბილეთის ფასი 45 დოლარიდანაა, ხოლო ორი გზის კი 93 დოლარიდან.