სტამბოლი საოცრად გამორჩეულია კულტურული მრავალფეოვნებით, რადგან აქ ძალიან ბევრ ისტორიულ ღირსშესანიშნაობასა და ძეგლს ნახავთ. დღეს გაგაცნობთ ამ ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოს – ბაზილიკა ცისტერნას ე.ი წყალსაცავს, რომელიც აიასოფიას სამხრეთ -დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.

ბაზილიკა ცისტერნა, ერთ – ერთი ყველაზე დიდი წყალსაცავი მთელს მსოფლიოში, რომელიც იუსტინიანე პირველის დროს აიგო. მშენებლობა დაიწყო 532 წელს და თითქმის ორი ათეული წელი გრძელდებოდა. წყალსაცავში უამრავი სვეტია, რომლებიც შთამბეჭდავ ხედს ქმნის. სწორედ ამიტომ უწოდებიათ მისთვის ბაზილიკის ცისტერნა, რომლის სიგრძეც 140 მეტრს, ხოლო ფართობი კი 70 მეტრს შეადგენს. ცისტერნაში არის 336 მაღალი სვეტი, რომელთა შორის მანძილი 4.80 სმ-ია. 12 მწკრივად განლაგებული სვეტები მნახველის აღტაცებას იწვევს და შორეულ სამყაროში გადაჰყავს. ისტორიის მანძილზე უამრავი ფაქტებისა და მოვლენის მომსწრე სტამბოლის მოსახლეობის წყლით მომარაგება სწორედ ამ ცისტერნიდან ხდებოდა. იქიდან მომხდარა მიმდებარე ადგილზე არსებული რომის სასახლის წყლით უზრუნველყოფაც. ცისტერნის იატაკი აგურისაა, ზემოდან გადახურული აქვს დღევანდელი ბეტონის ბათქაში. რაც წყლის გაჟონვას აფერხებს.

დაახლოებით, 9800 კვ.მ-ის მომცველ ცისტერნას გააჩნია 100 ათასი ტონა წყლის ტევადობა. აქედან დაიწყება თოფქაფის სასახლის ბაღების მორწყვაც. 1544 წელს, რეგიონში ჩასული ერთ-ერთი უცხოელი მოგზაური შეამჩნევს, რომ ზოგიერთი ოჯახი, წყლის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ახდენდა ჭაბურღილის წყლით და გაიოცებს იმასაც, რომ ჭაში თევზსაც იჭერდნენ.

ისტორიის მანძილზე, მრავალგზის რესტავრირებული ცისტერნა, დღეს, სტამბოლის მუნიციპალიტეტის მხრიდან მუზეუმად არის გადაქცეული. იქ ტარდება, კონცერტები, სხდომები, სხვადასხვა ღონისძიება და სხვ. სტამბოლში ჩასვლისას აუცილებლად მოინახულეთ ეს საუცხოო წყალსაცავი.