ბათუმში უამინდობის გამო ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines-ის ბორტი, რომელიც თელ ავივი-ბათუმის რეისს ასრულებდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, საჰაერო ხომალდი ქუთაისში საწვავს ჩაასხამს და ბათუმში ამინდის გაუმჯობესების შემდეგ გადაფრინდება და მგზავრებს დანიშნულების ადგილზე ჩაიყვანს.
როგორც ბათუმის აეროპორტში აცხადებენ, ამინდის მიუხედავად რეისებს დღეს განრიგის მიხედვით იღებენ.