29-30 დეკემბერს, ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილში საახალწლო ბაზრობა მოეწყობა, რომელიც ორი დღის განმავლობაში დისნეის ზღაპრული სამყაროს გაცოცხლების ადგილად გარდაიქცევა. საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით გაფორმებულ ბულვარში სახალწლო განწყობა დილიდან შეიქმნება. სპეციალურად გაფორმებული ჯადოსნური თაღის გავლით სტუმრები სასაჩუქრე ყუთებით, ფოტოსტენდებით, ლოლიპოპებით, გირლიანდებით და სხვა ულამაზესი დეკორაციებით გაფორმებულ სივრცეში მოხვდებინ, სადაც ორი დღის განმავლობაში საშუალება ექნებათ დააგემოვნონ მრავალფეროვანი სადღესასწაულო პროდუქცია, გლინტვეინი, ორცხობილები, ფრანგული დესერტი სხვა საახალწლო ნუგბარი; აგრეთვე, საგანგებოდ მორთულ ზღაპრულ საშობაო ქოხებში შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ საახალწლო თემატიკის სუვენირები, ნაძვის ხის სათამაშოები და ხელნაკეთი ნივთები. მათთვის საინტერესო წინასაახალწლო-საშობაო პროგრამას კოსტიუმირებული ზღაპრის გმირები და ანიმატორები წარმოადგენენ. ბათუმის ბულვარში შექმნილ ჯადოსნურ გარემოს მთელი დღის მანძილზე დრამერების თეატრალურ-მუსიკალური მარში გააფორმებს. პატარების გამხიარულებას დღის განმავლობაში გორგოლაჭებით მოსიარულე სანტები და კოსტიუმირებული ზღაპრის გმირები უზრუნველყოფენ. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ სანტას, გაანდონ წინასაახალწლო სურვილები და გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები.
მარხილში მოკალათებული სანტა თავის მხრივ პატარებს უგემრიელესი ტკბილეულით გაუმასპინძლდება. საახალწლო ბაზრობის კულმინაცია კი პოპულარული იტალიელი მომღერლის, ინგირიდის გრანდიოზული კონცერტი იქნება, რომელიც 29 დეკემბერს 20:00 საათზე დაიწყება. მრავალი პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს მფლობელი ცნობილი იტალიური წარმოშობის ფრანგულენოვანი მომღერალი მსენელის წინაშე თავისი მუსიკალური ალბომიდან ცნობილ ჰიტებს შეასრულებს.
ორი დღის განმავლობაში საზეიმოდ მოწყობილი ბულვარი ყველა ასაკის სტუმარს უმანსპინძლებს. საახალწლო ღონისძიება ბათუმის ბულვარის ორგანიზებით იმართება.