ბათუმის UEFA-IV კატეგორიის სტადიონის მშენებლობას ტექნიკური ზედამხედველობას კომპანია CMC Ltd-ი (Construction Management & Consulting) გაუწევს. CMC Ltd-ის ინფორმაციით, ბათუმში  20 ათას მაყურებელზე გათვლილი UEFA-IV კატეგორიის სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობისთვის, სექტემბერში
ჩატარებულ ტენდერში CMC-მ გაიმარჯვა და სწორედ ის გააკონტროლებს პროექტის წარმატებით განხორციელებას.
კომპანიის მოვალეობაში შედის პროექტის მართვა, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის ყოველდღიური ზედამხედველობა, სამუშაოების სამშენებლო სტანდარტებით და პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით შესრულების უზრუნველყოფა.
საზედამხედველო სამუშაოებში ჩართულები იქნებიან კომპანიის როგორც ძველი გამოცდილი თანამშრომლები, ასევე საგანგებოდ ამ პროექტისთვის მოწვეული საერთაშორისო აღიარების მქონე პროფესიონალები.