ბათუმის ტურისტული შესაძლებლობები რეიტინგული ფრანგული ტელეკომპანია “France 5”-ის  ობიექტივში მოხვდა. პოპულარული სათავგადასავლო გადაცემის „Echappées Belles“  გადამღებმა ჯგუფმა ძველი ბათუმი, ბოტანიკური ბაღი და სოფელი თაგო გადაიღეს.

“France 5”-ის გადამღებმა ჯგუფმა აჭარის შემდეგ თბილისი, მცხეთა, ანანური, ვარძია და ქუთაისი მოინახულეს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეზე მომზადებული 90 წუთიანი გადაცემა “France 5”-ის ეთერით  ივნისში გადაიცემა. „Echappées Belles“-ს მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. ჟურნალისტები რეგიონს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით სტუმრობდნენ.