ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი სიმულაციური სწავლება – „ბათუმი – 2024“გაიმართა. სწავლება სცენარით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციების შესაბამისად, ორ ეტაპად წარიმართა. მოდელირებული სცენარის პირველი ეტაპით გათვალისწინებული იყო საჰაერო ხომალდის ავარიული დაშვება და ხანძარი, ხოლო მეორე ეტაპით, – ბაქანზე მყოფ საჰაერო ხომალდზე ფეთქებადი მოწყობილობის გამოყენების მცდელობა
✅სრულმასშტაბიან სიმულაციურ სწავლებაში მონაწილეობდნენ: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საქაერონავიგაცია, შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების ბათუმის განყოფილება, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანაყოფი – განაღმვის ჯგუფი, სამედიცინო ცენტრი „აი ემ სი” და ქალაქ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი.
🛩️თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სიმულაციური სწავლებები რეგულარულად ტარდება. სწავლების მიზანია საგანგებო შემთხვევებზე მზადყოფნის, რეაგირების ეფექტურობისა და შესაბამის უწყებებს შორის კოორდინირებული ქმედებების შემოწმება, ასევე შესაბამის სამსახურების წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლება.