​ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პირველად ბუქსირების, ე.წ Pushback ოპერირება დაიწყო. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ში აცხადებენ, აღნიშნული სერვისი საჰაერო ხომალდებს საშუალებას მისცემს აეროდრომზე მანევრირება და ბაქნიდან გასვლა უფრო კომფორტულად შეძლონ. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ე.წ Pushback ოპერირებისთვის მთლიანად შეიცვალა და განახლდა ბაქნის მარკირება, რის შედეგადაც საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა (ბორტის სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით) 4-დან 8-მდე გაიზარდა