ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბავშვი დაიბადა. ბათუმისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, Ural Airlines-ის მგზავრს, რომელიც ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა ნაადრევი მშობიარობა, გაფრენის დარბაზში, დაეწყო. მშობიარობა აეროპორტის მორიგე ექიმმა ტერმინალის სამედიცინო პუნქტში მიიღო. მშობიარობის პროცესში ექიმს „ტავის“ პერსონალი ეხმარებოდა. ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ.