ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში ახალი კვების ობიექტი Greenport გაიხსნა. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ში აცხადებენ, ახალი კაფე-რესტორანი მგზავრებს ქართული და უცხოური კერძების ფართო არჩევანს შესთავაზებს. TAV Airports-ის შვილობილმა კომპანია BTA-მ აღნიშნული კვების ობიექტის მოწყობაში 400 000 დოლარის ინვესტიცია განახორციელა.