ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების სამუშაოები გრძელდება. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, მოფრენის ზონაში დასრულდა კარკასული სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა ტიხრებისა და ფასადის მოპირკეთების სამუშაოები.
“დასრულებულია საბარგო ზონის გაფართოების სამუშაოები და დაიწყებულია ავტომატური კონვეერული სისტემის მონტაჟის პროცესი;
✅ გაფრენის ზონაში დასრულდა საძირკვლის და კოლონების მოწყობის სამუშაოები, მიმდინარეობს გადახურვის მოწყობის სამუშაოები.
✅ მიმდინარეობს სახანძრო უსაფრთხოების ახალი სისტემების მოსაწყობად საკომუნიკაციო ქსელების განახლება”, აცხადებენ TAV Georgia-ში.
აღსანიშნავია, რომ TAV Georgia-მ აეროპორტის გაფართოების პროექტის საერთო საინვესტიციო თანხა 17 მილიონ დოლარამდე გაზარდა გაწერილი გეგმის მიხედვით, აეროპორტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის თებერვლის ბოლომდე დასრულდება.
შედეგად კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდება. შედეგად კი 2021 წლიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება. აეროპორტის გაფართოება მგზავრთა ნაკადის ზრდამ გამოიწვია, რომელმაც 2019 წელს 600 000 გადააჭარბა.