ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის 10 წლიან განვითარებასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ჩაატარებს.

კვლევის მიხედვით მოხდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის დეტალურად შესწავლა, რათა განხორციელდეს მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების გეგმების შემუშავება.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ საკონსულტაციო მომსახურებას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „TH Airport Consulting“ გაუწევს.

დოკუმენტს დღეს ხელი მოაწერეს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და TH Airport Consulting დირექტორმა ტორსტენ ჰენტჩელმა, რომელიც ამავე დროს ბათუმის აეროპორტის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელმძღვანელი იქნება.
მომსახურების ფარგლებში მოხდება აეროპორტის არსებული გამტარუნარიანობის შეფასება და ანალიზი, მისი ინფრასტრუქტურისა და აეროპორტის გაფართოების შესაძლებლობის საკითხის შესწავლა.