ქართველი ფეხბურთელები უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის გასამართად ისრაელში ისრაელური ავიაკომპანია Israir-ის ჩარტერული რეისით ჩავიდნენ. 27 აგვისტოს ბათუმის დინამო ქალაქ პეტაჰ ტიკვაში ჰაპოელ ბეერ შევას დაუპირისპირდება.
შეხვედრა თბილისის დროით 21:45 წუთზე დაიწყება.
დღეს გუნდი ისრაელში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა გააცილეს.