30 ივნისიდან ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას განაახლებს. დელფინების შოუს მიმდინარეობისას, ვიზიტორების ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა შემუშავებული. მაყურებელთა შორის დაცული იქნება სოციალური დისტანცია და შოუზე დასასწრები ბილეთები ადგილების გამოტოვებით გაიყიდება.
ბათუმის დელფინარიუმის ადმინისტრაცია მოუწოდებს ვიზიტორებს დელფინარიუმსა და აკვარიუმში განთავსებული საინფორმაციო დაფებით იხელმძღვანელონ.
შოუ ნებისმიერ ამინდში გაიმართება.
მაშ ასე, 30 ივნისიდან, დელფინების შოუ ყოველ სამშაბათს და შაბათ-კვირას 16:00 საათზე გაიმართება.
ბილეთის ფასი – 15 ლარი (ხანგრძლივობა 30-35 წუთი).
6 წლამდე ასაკის პატარებისათვის კი შოუზე დასწრება უფასოა (თუკი ის არ საჭიროებს ცალკე დასაჯდომ ადგილს).
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
მობ. +995 599 005 780,
მობ. +995 595 33 58 61,
ქალაქის ნომერი +995 422 221730
მომდევნო თვეების განმავლობაში ცურვა დელფინებთან გაუქმებულია!