ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ბათუმის ბულვარის სრულ ტერიტორიაზე წესდება შემდეგი სახის შეზღუდვები:
• სპორტულ-გასართობი მოედნებით სარგებლობა;
• ძველ და ახალ ბულვარში საბავშვო ატრაქციონებით სარგებლობა;
• სავარჯიშო სპორტული ტრენაჟორებით სარგებლობა;
ამასთანავე :
• დახურულია სკეიტ-პარკი, ჩოგბურთის მოედანი, ვეტერანთა საჭადრაკო კლუბი „ნონა”;
• შეჩერებულია ბათუმის ბულვარის ტერიორიაზე არსებული კაფე-ბარების ფუნქციონირება;
მაქსიმალურად შეზღუდეთ ბულვარში სეირნობა. განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში კი გამოიჩინეთ სიფრთხილე და დაიცავით სოციალური დისტანცია!
“ბათუმის ბულვარში არსებულ საპარკე ინსფრასტრუქტურაზე შეხების დროს კი, მაქსიმალურად დაიცავით დეზინფექციის ნორმები.
აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოთ აღნიშნულ სივრცეებში ყოფნისაგან. ბათუმის ბულვარისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ვიზიტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობა და მათი უსაფრთხოების დაცვა. ნუ შევუქმნით საფრთხეს გარშემომყოფების ჯანმრთელობას”, აღნიშნულია ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებაში.