ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები განახლდა. ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტიდან უკვე გაფრინდა პირველი რეისი თელავივის მიმართულებით და დღეს, 26 თებერვალს კიდევ 12 საერთაშორისო რეისია დაგეგმილი.

მეტეოროლოგიური პირობების გამო ავიაკომპანიებს 2 დღის განმავლობაში ბათუმის აეროპორტში ფრენა შეჩერებული ჰქონდათ. თუმცა, ამის მიუხედავად, TAV Georgia აეროდრომის ხელოვნურ საფარს  მუდმივ რეჟიმში ასუფთავებდა  თოვლისგან  და ამუშავებდა სპეციალური საშუალებებით, რათა აეროპორტინების მიერ მომენტში ყოფილიყო მზად საჰაერო ხომალდის მისაღებად.

ავიაკომპანიებმა მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება გასულ ღამეს მიიღეს.