ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო გასასვლელისთვის ახალ ავეჯს და ტექნიკას შეიძენენ, წერს სააგებტო GBC.
სექტემბერ-ოქტომბერში ბათუმი მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძელია და სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში ხდება ბათუმის აეროპორტის მომზადებაც.
სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ ახალი ავეჯის, ჭურჭელის და ტექნიკის შესაძენად 150 000 ლარის გამარტივებული შესყიდვა ითხოვა.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადასთან დაკავშირებით საქართველოში არაერთი საპატიო და მაღალი რანგის სტუმარს ელიან.