19-22 სექტემბერს, ბათუმი ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.
ტრადიციულად ფესტივალის მონაწილეები რეგიონს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ესტუმრებიან. ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად ისინი ლექციებსა და პრეზენტაციებს ჩაატარებენ.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე – ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი.