28-29 ივლისს ბათუმი ფრანების ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება სპორტული და სამოყვარულო ფრანოსნობის განვითარებას ისახავს მიზნად და სამომავლოდ, ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს
ბათუმის სანაპიროზე (ცენტრალური პარკის პირდაპირ) დღის პროგრამა 12:00 საათიდან დაიწყება და 100-მდე სხვადასხვა სახისა და ზომის ფრანის გაშვებასთან ერთად, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ისიამოვნონ სპორტული ფრანების შოუთი, გაუშვან თავიანთი ფრანები და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა მასტერკლასებში: სამოყვარული და სპორტული ფრანების გაშვება, ხელნაკეთი ფრანების აწყობა.
ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებენ მოწვეული დიჯეები, ხოლო მასზე დასწრება და მონაწილეობა თავისუფალია.
ბათუმის ფრანების ფესტივალის ორგანიზატორია Kitedreams Georgia.
PS უამინდობის შემთხვევაში ფესტივალი გაიმართება პირველივე შესაფერის დღეს!