ბათუმი ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად იბრძვის. ღონისძიებასთან დაკავშირებით ბათუმში იმყოფებიან ACES Europe-ის პრეზიდენტი და შემფასებელი კომისია, რომლებსაც მერის მოადგილე ლელა სურმანიძე შეხვდა.
კომისიის წევრები ბათუმში ორი დღის განმავლობაში დარჩებიან და ქალაქში არსებულ სპორტულ ობიექტებს დაათვალიერებენ.
ACES Europe-ი არაკომერციულ ორგანიზაციაა, რომელიც ბრიუსელში დაფუძნდა. ის ყოველწლიურად ახდენს ევროპული ქალაქებისთვის ,,ევროპის სპორტის დედაქალაქის“, ,,ევროპის სპორტის ქალაქის“, ,,ევროპის სპორტის თემისა“ და ,,ევროპის სპორტის მცირე ზომის ქალაქის“ სტატუსების მინიჭებას.