ამერიკული ავიაკომპანია American Airlines-ის Boeing 737-800-ს (ნომერი N846NN) კანზას სიტის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი, რომელიც ჩიკაგოდან ასრულებდა რეისს, ბატებს შეეჯახა. ეკიპაჟმა მოახერხა დაზიანებული თვითმფრინავის დანიშნულების აეროპორტში უსაფრთხო დაშვება.
ფრენის შემდგომი ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი დაზიანება თვითმფრინავს ცხვირის ნაწილში, ასევე მარჯვენა ძრავასთან და ფრთასთან.