ბარსელონას “ლა რამბლა” განახლდება. ქალაქის ხელისუფლებას სურს, რომ ის უფრო ეკოლოგიური და ფეხით მოსიარულეთათვის იყოს იყოს განკუთვნილი. ყველა სამუშაო, სავარაუდოდ, 2027 წლისთვის დასრულდება.
რეკონსტრუქცია 55 მილიონ ევროზე მეტი ჯდება. ბულვარის ნაწილი გაფართოვდება, ნაწილობრივ შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დეველოპერები იმედოვნებენ, რომ ქუჩა გახდება ქალაქის კულტურული ღერძი.
სარემონტო სამუშაოების დროს სატრანსპორტო ზოლები ნაწილობრივ გადაიკეტება.