ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში, პირველად, მსოფლიოს ყველაზე დიდი თვითმფრინავი დაეშვა. Airbus A380, რომელიც ავიაკომპანია Hi Fly-ს საკუთრებაა, ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის აეროპორტში დღეს დაეშვა და აზერბაიჯანის დედაქალაქში, ჩარტერული რეისით უეფას დელეგაცია ჩამოიყვანა.აღსანიშნავია, რომ Airbus А380 არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ლაინერი. საჰაერო ხომალდი ორ სართულიანია და 544 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. მსოფლიო ავიაციამ Airbus А380-ის ექსპლუატაცია 2007 წლიდან დაიწყო. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, Airbus А380-ის მიღების შესაძლებლობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო ბევრ აეროპორტს არ შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ 29 მაისს, ბაქოში უეფას თასის ფინალური მატჩი გაიმართება და ერთმანეთს ინგლისური კლუბები, ჩელსი და არსენალი დაუპირისპირდებიან.
ჩელსიმ ნახევარფინალში ფრანკბურთის აინტრახტი, ხოლო არსენალმა კი ვალენსია დაამარცხა და ასე მოხვდნენ ფინალში. სხვათა შორის ორი ბრიტანული კლუბის უეფას თასის ფინალში მოხვედრა მეორე შემთხვევა, პირველად კი 1972 წელს ტოტენჰემი და ვოლვერჰემპტონი შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ტოტენჰემმა გაიმარჯვა.
ხვალინდელი მატჩის მთავარი მსაჯი, იტალიელი გიანლუჯა როჩი იქნება